საკრებულომ გენერალური გეგმა დაამტკიცა

15.03.2019 05:38

დღეიდან თბილისს ახალი გენ-გეგმა აქვს. მერიის მიერ რამდენჯერმე დაწუნებული და სამწლიანი მუშაობის შემდეგ შეთანხმებული დოკუმენტი დღეს საკრებულომ ურთიერთბრალდებების ფონზე დაამტკიცა. ოპოზიციის კრიტიკა სითი-ინსტიტუტის ავტორობით მომზადებული დოკუმენტის იმ ნაწილს მოჰყვა, რომელიც რეკრეაციულ ზონებს ეხებოდა. უმრავლესობის დეპუტატებმა კი კითხვები ძირითადად ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობებთან და მზიურის ტერიტორიასთან დაკავშირებით დასვეს. გენო ოსიყმაშვილი ადევნებდა თვალს საკრებულოში მიმდინარე ხმურიან განხილვას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო