ტოკიოში, პროექტ „საქართველო ღვინის სამშობლოს“ ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ექსპონატები იყო წარმოდგენილი. იაპონიის დედაქალაქში გამართულ გამოფენაზე, რომელიც ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ ქართული ღვინის ისტორიის გარდა ქართული კულტურის სხვა ასპექტებსაც გაცნობოდნენ. ექსპონატები ღვინის წარმოშობის, უძველესი მიწათმოქმედებისა და მეტალის დამუშავების, ასევე, ქრისტიანული სარწმუნოების ნიმუშებს აერთიანებს.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებულ უძველეს ექსპონატებს შორის არის ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII-V საუკუნეებით დათარიღებული სასმისები, ყანწები, სურები. ამასთან, ქალისა და მამაკაცის ფიგურები, რომლებიც ასევე ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI საუკუნით თარიღდება.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ბრინჯაოს ქანდაკება ყანწით ხელში, რომელიც ვანში არქეოლოგიური გათხრების დროსაა აღმოჩენილი. თამადა ძვ.წ. VII-VI საუკუნეებით თარიღდება.
ფიგურა ზურგიან სავარძელში მჯდომ მამაკაცს წარმოადგენს, რომელსაც მარჯვენა წინ გაწვდილ ხელში ყანწი უჭირავს. ქანდაკება საქართველოში თამადობის ტრადიციის საუკუნოვან ისტორიას ადასტურებს.
#საქართველოღვინისსამშობლოა