პროექტი „საქართველო - ღვინის სამშობლო"

12.06.2019 01:04

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ღვინის საზოგადოებებმა საქართველო ღვინის სამშობლოდ ოფიციალურად აღიარეს, პროექტმა „საქართველო ღვინის სამშობლომ“ ქართული ღვინის ისტორიის შესახებ ორი საერთაშორისო გამოფენა გამართა. პირველ ექსპოზიციას ღვინის ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ცენტრი - ბორდო მასპინძლობდა. 2017 წელს გამართული ეს გამოფენა ქართული ღვინის აღიარების გზაზე საეტაპო მნიშვნელობის იყო. 2019 წელს პროექტი „საქართველო ღვინის სამშობლო“ ტოკიოს ეწვია და ამომავალი მზის ქვეყანაში ქართული ღვინის ისტორიას დამთვალიერებლები 2 თვის განმავლობაში ეცნობოდნენ. ამგვარი საერთაშორისო ღონისძიებები ქართული ღვინის ისტორიისა და ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის უდიდესი მნიშვნელობისაა. და ეს მხოლოდ დასაწყისია. #საქართველოღვინისსამშობლოა

გაზიარება: