ექსპონატების გადატანა ხელოვნების მუზეუმიდან
შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდიდან ექსპონატების გადატანა დაიწყო. კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მუზეუმის ავარიული შენობის დაცლა ოქტომბრამდე გაგრძელდება და ექსპონატები სხვადასხვა სივრცეში გადანაწილდება. ხელოვნების მუზეუმიდან 11 ექსპონატი უკვე გადატანილია სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში. „ანჩისხატის“ დაბრუნების პროექტის საინიციატივო ჯგუფის წევრები ექსპონატების მუზეუმიდან ევაკუაციას აპროტესტებენ. მათი განცხადებით, სიძველეების გადატანა წესების დაცვით და გამჭვირვალედ არ მიმდინარეობს. საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეიდან ხატის დასაცავად მუზეუმთან პერმანენტულ მორიგეობას და აქციებს აანონსებენ. განსხვავებული პოზიცია აქვს საქართველოს საპატრიარქოს. სიწმინდეთა მოძიებისა და დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ის სფეროს სპეციალისტებს ენდობა და სიწმინდისთვის აუცილებელი სარესტავრაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ერთი მუზეუმიდან მეორედი გადატანას მხოლოდ მიესალმება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ხელოვნების მუზეუმის შენობის ბედი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ექსპონატების მოძიება დინამოს მუზეუმისთვის
FC Dinamo Tbilisi
ექსპონატების დაბრუნება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხელოვნების ექსპონატების დაცვა-შენახვა კარანტინის პირობებში
TV IMEDI
საეკლესიო ექსპონატების გამოფენა
TV 25
უძველესი ექსპონატების გამოფენა /2030 (14.12.2016.)/
2030 Official
სარეაბილიტაციო სამუშოები ძველ ხიბულაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქართული ხალხური ექსპონატების გამოფენა ლატვიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster