როტშილდის ფონდის პროექტი საქართველოში - II ნაწილი
როტშილდის ფონდმა გამოყო ერთწლიანი გრანტი საქართველოს ეროვნული მუზეუმის პროექტისთვის „ებრაული კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში და ებრაული მუზეუმის რენოვაცია თბილისში", პროექტის ავტორი და კოორდინატორია ლელა წიწუაშვილი. როტშილდის გრანტის ფარგლებში გათვალისწინებულია ებრაული კოლექციების სრული მეცნიერული შესწავლა, ატრიბუცია, დარჩენილი ექსპონატების რესტავრაცია-კონსერვაცია, დაჩარჩოება, მოწესრიგება და ფონდებში შესაბამის პირობებში დაცვა, კოლექციების სრული კატალოგიზაცია და ელექტრონულ მონაცემთა ბაზის შექმნა. ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება და ლექციათა ციკლი, რომელიც ჩაიწერება DVD-ფორმატში. სამომავლოდ პროექტი ითვალისწინებს კოლექციების მომზადებას აღდგენილი ებრაული მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციაში გამოსაფენად. ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული ებრაული კოლექციების დიდი ნაწილი იქნა შესწავლილი, რესტავრირებული, აღდგენილი და მოწესრიგებული. კოლექციები მოიცავს ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს, ძველ სამოსს, ქსოვილებს, რელიგიური, რიტუალური თუ ყოფითი დანიშნულების ნივთებს. 2006 წლიდან საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა განახორციელა ებრაული კოლექციების ამსახველი ხუთი დროებითი გამოფენა და გამოსცა ოთხი კატალოგი. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
როტშილდის ფონდი საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ისრაელი - თელ-ავივი - როტშილდის ბულვარის ისტორია
უცნობი - ნაცნობი ქვეყანა
ანტონ ჩეხოვი - როტშილდის ვიოლინო
რადიოთეატრი - Georgian Radio Theatre
13 ილუმინატური საგვარეულო (The Top 13 Bloodlines of The Illu...
Archi Robertson
სამი პაციენტის ეკგ/ ფრედერიკის სინდრომი / გულის გამტარი სისტ...
სამედიცინო ვიდეოები
ირაკლი ღარიბაშვილის შემაჯამებელი ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მწარე პოდკასტი, ეპიზოდი 95. დაუსრულებელი ომი: ისრაელ-პალესტი...
მწარე პოდკასტი
გადაცემა "დიდი ბიზნესი" - როტშილდების დინასტია
PalitraNews