გამოფენა „აღმოსავლურ-დასავლური დივანი-მუშტაიდის სასახლის დეკორი“

02.10.2015 01:01

1 ოქტომბერს, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში გაიხსნა გამოფენა - „აღმოსავლურ-დასავლური დივანი - მუშტაიდის სასახლის დეკორი“. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ირინე კოშორიძე, მუზეუმთან არსებული სახვითი ხელოვნების საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი ნინო სიმონიშვილი, კემბრიჯის უნივერსიტეტის პემბროკის ირანული კვლევების ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი ფირუზა მელვილი და სხვა მოწვეული სტუმრები. გამოფენის ფარგლებში ნარმოდგენილია საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან შერჩეული ექსპონატები, მათ შორის XIX საუკუნის I ნახევრის გავლენიანი პოლიტიკური ფიგურების პორტრეტები, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, ცნობილი ირანელი სასულიერო პირის აყა მირ ფათაჰ მუჯთაჰიდის (1794-1852) სასახლის დეკორი და სხვა. პროექტი განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პემბროკის ირანული კვლევების ცენტრის მხარდაჭერით. http://www.culture.gov.ge/   / culturegovge   http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მუზეუმების საერთაშორისო დღე - გამოფენა ხელოვნების სასახლეში
01:46

მუზეუმების საერთაშორისო დღე - გამოფენა ხელოვნების სასახლეში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ეროვნული გალერეაში მერაბ აბრამიშვილის გამოფენა გაიხსნა
03:21

ეროვნული გალერეაში მერაბ აბრამიშვილის გამოფენა გაიხსნა

TV IMEDI

#ახალიდღე ეკლექტური ექსპოზიცია „კაჭო“
03:08

#ახალიდღე ეკლექტური ექსპოზიცია „კაჭო“

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

მხარდაჭერა საქართველოს ჰეიდარ ალიევის ცენტრიდან
00:56

მხარდაჭერა საქართველოს ჰეიდარ ალიევის ცენტრიდან

ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum

ცხოვრება აღმოსავლეთ გერმანიაში და საბჭოთა საქართველოში-გამოფენა სტალინის მუზეუმში
03:10

ცხოვრება აღმოსავლეთ გერმანიაში და საბჭოთა საქართველოში-გამოფ...

Trialeti TV

#ახალიდღე  პოლონური და აღმოსავლეთ ევროპული ხელოვნების კოლექციების გამოფენა
04:46

#ახალიდღე პოლონური და აღმოსავლეთ ევროპული ხელოვნების კოლექც...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

კანადაში საქართველოს ელჩის ინიციატივით გამოფენა გაიხსნა
00:36

კანადაში საქართველოს ელჩის ინიციატივით გამოფენა გაიხსნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 25 იანვარი, 2024 #LIVE
00:00

#მოამბე 21 საათზე, 25 იანვარი, 2024 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო