#მოამბე 21 საათზე, 25 იანვარი, 2024 #LIVE


• „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა - მმართველი პარტია მონაცემებს საქართველოში მყოფ დაინტერესებულ პირთა წრეს უკავშირებს; შეფასების კრიტერიუმები, სადავო ინდექსი და პოლიტიკური განცხადებები
• კრემლი აცხადებს, რომ „ილ 76“-ის ბორტზე უკრაინელი სამხედრო ტყვეები იმყოფებოდნენ, რომლებიც უნდა გაეცვალათ და უკრაინულმა მხარემ ავიახომალდი ბელგოროდში ორი საზენიტო რაკეტით ჩამოაგდო.- კიევი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს და ირწმუნება, რომ თვითმფრინავს რაკეტები გადაჰქონდა და ბორტზე რუსი მაღალჩინოსნები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ „ფეესბემ“ მათ ბორტზე ასვლის საშუალება ბოლო მომენტში არ მისცა
• ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი და წითელას გავრცელების საგანგაშო სტატისტიკა - ექიმები მცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ
• ლადო გუდიაშვილის პერსონალური გამოფენა ბაქოში - ქართველი მხატვრის ცხოვრება და შემოქმედებითი გზა, ჰეიდარ ალიევის ცენტრში წარმოდგენილი ორმოცდაათი ფერწერული, თუ გრაფიკული ნამუშევარი და გამოფენის გახსნისადმი მიძღვნილი საღამო

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან