ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა
15 დეკემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ბოლნისის მუზეუმის ახალ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნენ. ასევე გაიმართა მუზეუმის კონცეფციის პრეზენტაცია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების გათვალისწინებით, სპეციალისტები ჩაატარებენ გარემოპირობების მონიტორინგს, მოხდება შენობის ადაპტაცია კოლექციების მისაღებად და მუზეუმის აღჭურვის შემდეგ, მომზადდება ექსპონატები ინსტალაციისთვის. ბოლნისის მუზეუმის მუდმივმოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მდიდარი ვიზუალური მასალა დმანისიდან არუხლოდან და საყდრისიდან. ბოლნისის მუზეუმი იქნება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. მუზეუმში მოეწყობა დროებითი გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება. მუზეუმი შეასრულებს რაიონში კულტურის, არაფორმალური განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ფუნქციას, სადაც იმუშავებს მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი. ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფცია მუშავდება ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო თემების კურატორები არიან როგორც ქართველი, ასევე გერმანელი მეცნიერები. 2015 წლის დასაწყისში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა ბოლნისში ახალი მუზეუმის შექმნის კონცეფცია. 2015 წლის ზაფხულში გამოცხადდა კონკურსი ბოლნისის ახალი სამუზეუმო-საგანმანათლებლო სივრცის პროექტირებაზე. კონკურსში გაიმარჯვა კომპანიამ „არქიტექტორები.ჯი“. არქიტექტურული პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე. 2016 წლის მაისში დაიწყო მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუშაობს მუზეოგრაფიაზე ფრანგ დიზაინერთან ლინა ლოპესთან ერთად, რომელიც მრავალი წელია წარმატებით თანამშრომლობს ინსტიტუციასთან. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ჯგუფი მუშაობდა სვანეთის მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტზე. ბოლნისის ახალი მუზეუმის არქიტექტურული პროექტის მომზადებისა და სამშენებლო სამუშაოების ხარჯები სრულად დაფარა „RMG Gold“-მა. კომპანია აგრძელებს პროექტის შემდგომი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მხარდაჭერას. http://culture.gov.ge/
მსგავსი ვიდეოები
ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა
გაზეთი ბოლნისი
ბოლნისის ახალი მუზეუმის კონცეფციის პრეზენტაცია
culturegovge culturegovge
ბოლნისის ახალი მუზეუმის საერთაშორისო წარმატება
TV IMEDI
ბოლნისის ახალი მუზეუმის საერთაშორისო წარმატება
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
ახალი მუზეუმი ბოლნისში
culturegovge culturegovge
ბოლნისის ახალი მუზეუმი „ევროპის წლის მუზეუმი 2022“ კონკურსის...
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
#ახალიდღე ეროვნული მუზეუმების ინსტიტუციას ბოლნისის ახალი მუზ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბოლნისის მუზეუმი გაიხსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster