გერმანიის დღეები თელავში

26.03.2013 01:22

თელავში გერმანიის დღეები გრძელდება. ვიზიტის ფარგლებში გერმანელი და ქართველი ერის მეგობრობის 25 წლის აღსანიშნავად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია მე-18, მე-19 საუკუნეებში გერმანელი ხალხის საქართველოში ცხოვრების ისტორიას ასახავს. ექსპონატები, რომლის ნახვაც დამთვალიერებელს ერთი კვირის განმავლობაში შეუძლია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის პრუსიული მემკვიდრეობის ცენტრისა და გერმანიის საელჩოს თანამშრომლობით გამოიფინა. ვებ--გვერდზე გადასვლა: http://bit.ly/YGmy5O

გაზიარება: