ქართული კულტურის დღეები გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში

04/25/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

2014 წლის სექტემბერში გერმანიის ქალაქ ინგოლშტადტში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქართული კულტურის დღეები გაიმართება და ის ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის 50 წლის იუბილეს მიეძღვნება.
24 აპრილს ამ ამბავთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში კულტურის მინისტრის მოადგილემ ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ და ინგოლშტადტის ქართული კამერული ორკესტრის მენეჯერმა დავით ცხადაიამ ბრიფინგი მოაწყვეს.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ქალაქ ინგოლშტადტში ქართული კულტურის დღეების ჩატარებას გერმანული მხარე უზრუნველყოფს. პროექტში ჩართულნი არიან ინგოლშტადტის რეფერენტი გაბრიელ ენგერტი, ინგოლშტადტის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი იურგენ კოლერი და ორგანიზაცია „საქართველოს კამერული ორკესტრის მეგობრების წრის\" ხელმძღვანელი მანფრედ შუმანი.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან