ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა
2015 წლის 22 აპრილს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა ქართული თეატრისა და კინოს გამორჩეული წარმომადგენლის, მსახიობ ჟანრი ლოლაშვილის პერსონალურ გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ავტორის მიერ სხვადასხვა წლებში შესრულებული 100–მდე ნამუშევარი. ჟანრი ლოლაშვილი 1959 წლიდან ხატავს. მას გამოფენები ჰქონდა გერმანიასა და რუსეთში (საქართველოს კულტურის დღეების ფარგლებში). საქართველოში მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში, ჰქონდა ასევე ერთი პერსონალური გამოფენა. მიუხედავად ამისა, ეს არის პირველი მასშტაბური ექსპოზიცია, რომლითაც ფართო საზოგადოება ჟანრი ლოლაშვილს როგორც მხატვარს ისე გაიცნობს. გამოფენის გახსნას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და სხვა მოწვეული სტუმრები. გამოფენა 2015 წლის 5 მაისამდე გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრი და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა
culturegovge culturegovge
ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა აბრეშუმის გალერეაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა ეროვნულ გალერეაში
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum
''ტრაექტორია'' - ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა
Artareatv
,,ტრაექტორია'' - ჟანრი ლოლაშვილის პერსონალური გამოფენა
ეროვნული მუზეუმი / Georgian National Museum