ზუგდიდის გამგებელმა სოციალურად დაუცველებს სახლის სიმბოლური გასაღებები 4 თვით ადრე გადასცა
ზუგდიდის მინიციპალიტეტში მცხოვრებ 27 სოციალურად დაუცველ ოჯახს მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით სახლები უშენდება. მათ სიმბოლურად სპეციალურად დამზადებული გასაღებები გამგებელმა და "ქართული ოცნებიდან" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ მუნიციპალიტეტის 9-თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გადასცა. გამგეობის ინფორმაციით, ისინი ახალ წელს ახალ სახლებში შეხვდებიან. „ოჯახის 7 წევრი სხვის სახლში ვცხოვრობთ. ზუგდიდის გამგეობას მივმართეთ, მშენებლობაზე შევიტანეთ განაცხადი. ახლა მოგვცეს 4 ოთახიანი სახლი. კმაოფილები ვართ“, - აღნიშნა ერთ-ერთი სახლის მფლობელმა, ახალსოფლის მკვიდრმა ლელა ხუფაცარიამ. გასულ წლებში სხვადასხვა სოფელში სოციალური სახლები 41 ოჯახს გადაეცა. ზუგდიდის გამგეობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზებულია და რემონტს არ ექვემდებარება, საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში უშენებს. პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. პროექტი საპილოტე იყო. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება. ზუგდიდის მინიციპალიტეტში მცხოვრებ 27 სოციალურად დაუცველ ოჯახს მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის თანხებით სახლები უშენდება. მათ სიმბოლურად სპეციალურად დამზადებული გასაღებები გამგებელმა და "ქართული ოცნებიდან" ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ლაშა გოგიამ მუნიციპალიტეტის 9-თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას გადასცა. გამგეობის ინფორმაციით, ისინი ახალ წელს ახალ სახლებში შეხვდებიან. „ოჯახის 7 წევრი სხვის სახლში ვცხოვრობთ. ზუგდიდის გამგეობას მივმართეთ, მშენებლობაზე შევიტანეთ განაცხადი. ახლა მოგვცეს 4 ოთახიანი სახლი. კმაოფილები ვართ“, - აღნიშნა ერთ-ერთი სახლის მფლობელმა, ახალსოფლის მკვიდრმა ლელა ხუფაცარიამ. გასულ წლებში სხვადასხვა სოფელში სოციალური სახლები 41 ოჯახს გადაეცა. ზუგდიდის გამგეობა მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის, რომელთა საცხოვრებელი სახლები ამორტიზებულია და რემონტს არ ექვემდებარება, საცხოვრებელ სახლებს საკუთარ კარ-მიდამოში უშენებს. პროგრამის განხორციელებისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 350 ათასი ლარი იყო გამოყოფილი. პროექტი საპილოტე იყო. აღნიშნული პროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ე.წ. ერთჯერადი 100 ლარიანი დახმარების გაცემის ნაცვლად ხორციელდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ყოფილი საჯარო მოხელეების საქმეზე საკრებულოს თავმჯდომარეს 2 ს...
Radio Atinati
ზუგდიდის გამგეობამ სოც. დაუცველ 7 ოჯახს ახალი სახლები გადასა...
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
ზუგდიდის გამგებლის 9-თვიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენა ოპოზ...
Radio Atinati
ზუგდიდის გამგეობამ ბენეფიციარებს საცხოვრებელი სახლები გადასც...
Radio Atinati
სიჭინავა გოგიას: თუ თქვენ 9 თვის განმავლობაში არ აგიღიათ...
Radio Atinati
მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბოლო სხდომა ჩატარდა
Radio Atinati
გამგეობა მარტოხელა ხანდაზმულთა შინ მოვლის პროგრამას იწყებს
Radio Atinati
სოფელ ცაცხვის ტერიტორიაზე მინდორში მკვდარი პირუტყვი იხრწნება
Radio Atinati