სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

30.09.2020 06:19

მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიები ინტენსიურად იბომბება. არცერთი მხარე უკან დახევას არ აპირებს, 32-წლიანი კონფლიქტის ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ოთხ დღეში უკვე ათეულობით სიცოცხლე იმსხვერპლა. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია საომარ მოქმედებებში ავიაციის ჩართულობაზეც. ოფიციალური ბაქო ყარაბაღის რეგიონში მდებარე რამდენიმე დასახლებულ პუნქტს გათავისუფლებულად აცხადებს, თუმცა მიმდინარე შეტაკებებზე კონფლიქტის მხარეთა მიერ გავრცელებული მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია. საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებები მოლაპარაკებების რეჟიმში დაბრუნებისკენ მოწოდებებად რჩება - ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს.  ინტენსიური შეტაკებების ფონზე აზერბაიჯანული მხარე საომარი მოქმედებების შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთვევაში გეგმავს, თუ სომხეთი სადავო ტერიტორიას დატოვებს. ნიკოლ ფაშინიანი კი უკვე მთიანი ყარაბაღის აღიარების შესაძლებლობას განიხილავს. რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისთვის უახლოეს მომავალში, საფრანგეთის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვას რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებთან გეგმავს. მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია მზად ყოფნას გამოთქვამს სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს მოლაპარაკებებისთვის თბილისში უმასპინძლოს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
04:28

შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაძაბული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
04:06

დაძაბული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
04:52

შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში
00:55

ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
06:22

დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
05:24

დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო