დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
საერთაშორისო მოწოდებების მიუხედავად, სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება სომხეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლში. საზღვრის ის მონაკვეთი, სადაც მესამე დღეა შეტაკებები მიმდინარეობს, დასახლებულ პუნქტებს ესაზღვრება. გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლია მოსახლეობაშიც. სამხედრო დაპირისპირების პარალელურად საერთაშორისო შუამავლების ჩართულობით მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივა ჯერ არ ჩანს. ღიად რჩება მინსკის ჯგუფის მოწოდებაც, რომელიც ცხელ წერტილში ეუთო-ს დამკვირვებლების დაშვებას გულისხმობს. ვითარებას ართულებს თურქეთის პოზიციაც. გუშინ მოკავშირე სახელმწიფოს ღია მხარდაჭერის შემდეგ, დღეს აზერბაიჯანს მხარდაჭერა პირადად თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გამოუცხადა. ოფიციალური ერევნისთვის მიუღებელი აღმოჩნდა უკრაინის საგარეო უწყების პოზიციაც, რის გამოც, სომხეთში უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის 12 ივლისს დაწყებული დაპირისპირება, 2016 წლის შემდეგ კონფლიქტის პირველი სერიოზული ესკალაციაა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

Business Media Georgia
დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - გიგლა ბარამიძე...
TV IMEDI
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster