დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაიძაბა. გასული ღამის განმავლობაში, საბრძოლო მოქმედებები განახლდა, რის შესახებაც ორივე მხარე იუწყება. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის მხრიდან თოვუზის მიმართულებით იყო სროლა, რომელიც მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან განხორციელდა, თუმცა, ოფიციალური ბაქოს ცნობით, არავინ დაშავებულა. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარე. თავდაცვის მინისტრმა დავიდ ტონოიანმა, ეუთო-ს წარმომადგენელს აზერბაიჯანის საზღვართან ვითარების გამწვავების შესახებ აცნობა. სამინისტროს ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან შეტევები შეჩერებულია ყველა შესაძლო საშუალებით, შედეგად, აზერბაიჯანულ მხარეს არიან დაშავებულები და დაღუპულები. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სომეხმა სამხედროებმა აღკვეთეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დივერსიული შეჭრის მცდელობები. სომხური მხარე იუწყება გაუბიცებიდან მათი დასახლებების მიმართულებით სროლებზე. ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან 12 ივლისს გამწვავდა, რასაც ორივე მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

Business Media Georgia
დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - გიგლა ბარამიძე...
TV IMEDI
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster