დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
საქართველოდან 300 კილომეტრში, აზერბაიჯან-სომხეთის სასაზღვრო ზოლში ამ წუთებშიც დაძაბულობაა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კიდევ ერთხელ დაირღვა. ამჯერად ცხელი წერტილი თოვუზის რეგიონია, სადაც შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. არის მსხვერპლი. სიტუაციის დეესკალაციისკენ საერთაშორისო მოწოდებების ფონზე ორივე ქვეყნიდან ერთმანეთის მისამართით მუქარის შემცველი განცხადებები ისმის, მხარეები ცეცხლის გახსნაზე და თავდასხმებზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ. მთიანი ყარაბაღის სადავო ტერიტორიის გამო ერთმანეთთან დაპირისპირებულ ორ ქვეყანას შორის სიტუაცია პერიოდულად მწვავდება. წლების შემდეგ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეტაკებებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. ბოლო მონაცემებით შეტაკებების შედეგად ოთხი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა, დაჭრილები არიან ორივე მხარეს. სომხეთის პრემიერ-მინსიტრის განსკუთრებული კრიტიკა დღეს თურქეთის პოზიციას მოჰყვა, რომელმაც აზერბაიჯანს მხარი ღიად დაუჭირა. ქვეყნებს თავშეკავებისკენ მოუწოდა რუსეთმა და მზადყოფნა გამოთქვა მხარეებს ვითარების დეესკალაციაში დაეხმაროს. შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტას სთხოვს სომხეთსა და აზერბაიჯანს ევროკავშირიც. მეზობელი ქვეყნების საზღვარზე არსებული დაძაბულობის ფონზე, მხარეებს მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster

Business Media Georgia
დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე - გიგლა ბარამიძე...
TV IMEDI
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster