ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
საქართველოს საზღვრიდან 40 კილომეტრში სამხედრო შეტაკებები არ წყდება. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობა ომის ზღვარზეა. სასაზღვრო ზოლში დაბომბვები დღესაც გრძელდება. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჭურვები დასახლებული პუნქტების მიმართულებითაც ისროლეს. მწვავდება კონფლიქტის მხარეთა რიტორიკაც. დღეს აზერბაიჯანიდან სომხეთს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმითაც დაემუქრნენ. 2016 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება რეგიონულ უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. აზერბაიჯანის სამხედრო მაღალჩინოსანი თურქეთში გაფრინდა, რომელმაც ოფიციალურ ბაქოს მხარდაჭერა გამოუცხადა. ქვეყნის საზღვარზე მიმდინარე ხუთდღიანი შეტაკებების ფონზე ნიკოლ ფაშინიანი ოფიციალური ვიზიტით ბელარუსში ჩავიდა. სომხური მედიის ინფორმაციით პრემიერ მინისტრი, მინსკში ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომას დაესწრება. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება სულ უფრო მეტად ექცევა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში. პროცესში აქტიურად არიან ჩართულები მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები. მხარეებს 12 ივლისამდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნებისკენ მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
TV3
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster