ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

20.07.2020 00:27

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ღამის განმავლობაში სროლა მიმდინარეობდა. დაჭრილებზე ინფორმაციას არცერთი მხარე არ ავრცელებს. სომხური მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანმა სომხეთის ქალაქ ჭამბარაკის მიმართულებით ყუმბარსატყორცნი გამოიყენა. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ სომხეთი მძიმე ტყვიამფრქვევებსა და სნაიპერულ თოფებს იყენებდა. სროლა მიმდინარეობდა ქოხა-ნაბის, ასრიქ-ჯირდახანისა და ზამანლის მიმართულებით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: