ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში
ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ისევ დაირღვა. გუშინ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეთანხმება ხელმეორედ შედგა, თუმცა, დაპირისპირება მაინც გრძელდება. მხარეები ერთმანეთს კვლავ საბრძოლო მოქმედებების განახლებაში სდებენ ბრალს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამის განმავლობაში სომხეთის არმია ჯებრაილის რაიონის, ასევე მდინარე არაქსის ნაპირზე მდებარე გათავისუფლებული სოფლების მიმართულებით საარტილერიო თავდასხმებს ახორციელებდა. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავის მხრივ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის, შუშან სტეპანიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანმა დაარღვია. სტეპანიანის თქმით, აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს და მომგებიანი პოზიციების დაკავების მიზნით, ხუდაფერინის წყალსაცავის მიმართულებით იერიში მიიტანეს. სტეპანიანი წერს, რომ დაღუპულები ორივე მხარეს ჰყავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბახში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მთიან ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster