ვითარება მთიან ყარაბაღში


არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო ხელისუფლება აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს კვლავ სტეპანაკერტზე სარაკეტო დარტყმებში ადანაშაულებს. როგორც სომხური მედია წერს, იერიშის შედეგად  დაინგრა შენობები და მაღაზიები, დაზიანდა გაზსადენი, დაიწვა ავტომობილი. ამასთან, სომხური მხარე ფრონტის ხაზის სამხრეთის მიმართულებაზე აზერბაიჯანის სპეცრაზმის დანაყოფისა და რამდენიმე ერთეული ტექნიკის განადგურების შესახებ იტყობინება.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე, ჰიკმეტ ჰაჯიევი სოციალურ ქსელში წერს, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის მოსახლეობაზე დარტყმებს რეგულარულად ახორციელებენ. მისი განცხადებით, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გაშვებული „სმერჩის“ რაკეტა გორანბოის რაიონის ერთ-ერთი სოფლის საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩამოვარდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან