ვითარება ყარაბახში
ვითარება კვლავ მწვავეა არაღიარებული მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში. სომხეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ჰადრუტის ასაღებად აზერბაიჯანის არმია ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას ატარებს. ერევანში ამბობენ, რომ მოწინააღმდეგეს ქალაქის მიმართულებაზე დიდი ძალები ჰყავს მობილიზებული. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჰადრუტთან აზერბაიჯანის დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის ბლოკირებისა და განადგურების ოპერაცია მიმდინარეობს. სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, ღამის ბრძოლების შედეგად, აზერბაიჯანის არმიას ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის დიდი დანაკარგები აქვს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, სომხეთის არმია აღდამის რეგიონს ბომბავს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად თავდასხმა აღდერე-აღდამისა და ფიზული-ჯებრაილის მიმართულებაზე ხორციელდება. ოფიციალური ბაქოს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა, სამი ერთეული ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, ასევე ერთი ერთეული „ტე-72“ ტიპის ტანკი და რამდენიმე სამხედრო ავტომანქანა დაკარგა. აზერბაიჯანის ხელისუფლება სომხეთს ჰუმანიტარული ზავის დარღვევაში ადანაშაულებს. აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველი, ჰიკმეთ ჰაჯიევი აცხადებს, რომ სომხეთის მიერ დაბომბილ განჯაში და მინგეჩაურში დიპლომატებთან და სამხედრო ატაშეებთან ერთად მიემგზავრება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში - ინტერვიუ რეზი ქოიავასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
Formula News
ვითარება ყარაბაღში და საპროტესტო აქციები ერევანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster