ვითარება ყარაბაღში
ყარაბაღში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან პირველ მოლაპარაკებებს ზოგიერთ საკითხებზე კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია. ამის პარალელურად, ბაქოში ამბობენ, რომ ყარაბაღში შეიარაღებული ფორმირებები პოზიციების დატოვებას განაგრძობენ. გარდა ამისა, ყარაბაღში დისლოცირებული რუსი სამხედროები იუწყებიან, რომ ყარაბაღის ე.წ. თავდაცვის არმიის ქვედანაყოფებმა შეიარაღების ჩაბარება დაიწყეს. როგორც რუსი სამხედროების ტელეგრამარხზეა აღნიშნული, „ამ ეტაპზე ყარაბაღის შეიარაღებულმა ფორმირებებმა ჩააბარეს 800 ერთეული საბრძოლო იარაღი, ყუმბარები, ნაღმმტყორცნები, ანტისატანკო რაკეტები და გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი“. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ყარაბაღის სამხედრო ფორმირებების მიერ იარაღის ჩაბარებისა და პოზიციების დატოვების პროცესი ევლახში მიღწეული შეთანხმების შესაბამისად მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია განიარაღებას 20 სექტემბერს დათანხმდა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა 19 სექტემბერს რეგიონში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
Formula News
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
Formula News
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster