ვითარება ყარაბაღში
აზერბაიჯანმა ყარაბაღში ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები დაიწყო - ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყარაბაღის რეგიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღსაკვეთად და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენისთვის, რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყო. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების ცნობით, მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმირებული იქნა რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა და თურქულ-რუსული მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელობა. შეიარაღებული მოქმედებების შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სომხური მხარე. სომხური მედია წერს, რომ, აზერბაიჯანის არმია ყარაბაღში ქალაქ სტეფანაკერტს ბომბავს. სომხურ მედიასთან საუბარში, არაღიარებული ყარაბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაბომბვა ამ დრომდე გრძელდება და რეგიონში არ არის საკომუნიკაციო კავშირი. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები აღდამის რეგიონის მიმართულებაზე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ბომბავს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
Formula News
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
Formula News
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ყარაბაღში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster