დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემიდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაბალის, ერთი კი ქურდამირის მიმართულებით გაუშვეს. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა სიაზანის რაიონზეც, სადაც სამი რაკეტა ჩამოვარდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სომხეთის არმიის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიასთან ლოკალური ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე რაიონში საარტილერიო ბრძოლა გრძელდებოდა. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფმა ცენტრალურ მიმართულებაზე დივერსიული შეღწევა სცადა, რომელიც მოგერიებული იქნა. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია, აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის გაბალისა და ქურდამირის რაიონების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უარყოფს და ბაქოს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაძაბული ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster