სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის
09/30/2020
მთიანი ყარაბაღი და მიმდებარე ტერიტორიები ინტენსიურად იბომბება.
არცერთი მხარე უკან დახევას არ აპირებს, 32-წლიანი კონფლიქტის ერთ-ერთმა ყველაზე მასშტაბურმა შეიარაღებულმა დაპირისპირებამ ოთხ დღეში უკვე ათეულობით სიცოცხლე იმსხვერპლა. პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია საომარ მოქმედებებში ავიაციის ჩართულობაზეც. ოფიციალური ბაქო ყარაბაღის რეგიონში მდებარე რამდენიმე დასახლებულ პუნქტს გათავისუფლებულად აცხადებს, თუმცა მიმდინარე შეტაკებებზე კონფლიქტის მხარეთა მიერ გავრცელებული მონაცემები ურთიერთგამომრიცხავია. საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებები მოლაპარაკებების რეჟიმში დაბრუნებისკენ მოწოდებებად რჩება - ცეცხლის შეწყვეტის პერსპექტივა ჯერ არ ჩანს.
ინტენსიური შეტაკებების ფონზე აზერბაიჯანული მხარე საომარი მოქმედებების შეწყვეტას მხოლოდ იმ შემთვევაში გეგმავს, თუ სომხეთი სადავო ტერიტორიას დატოვებს. ნიკოლ ფაშინიანი კი უკვე მთიანი ყარაბაღის აღიარების შესაძლებლობას განიხილავს. რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისთვის უახლოეს მომავალში, საფრანგეთის პრეზიდენტი მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვას რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებთან გეგმავს.
მეზობელ ქვეყნებს შორის მიმდინარე დაპირისპირებას დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. გიორგი გახარია მზად ყოფნას გამოთქვამს სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებს მოლაპარაკებებისთვის თბილისში უმასპინძლოს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.