ჩაქონდრილი | შეფი ლუკა ნაჭყებია

06/28/2021
Taste Corporation-ის მიერ

ქართული ენის მრავალფეროვნება კულინარიაში რომ კარგად ჩანს, ალბათ ყველა ვთანხმდებით.
💭 მაგალითად, რამდენი განსხვავებული კერძი გახსენდებათ პირველ მარცვალ ‘ჩა-ზე?’
🤔 და სადაც ჩაქაფული და ჩახოხბილი, იქვე, რატომ არა - ჩაქონდრილი?!

გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?​​​

​​ #ჩაქონდრილი​​ #საქონლისხორცი​​​​​ ​​​​ ​​​​​#ალუბალი​​​​ #შეფქეივი

---------------------------------------------------------------~

ჩაქონდრილის მომზადება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მთავარია მონდომება!

პირველ რიგში, 450 გრამი ხახვი დავჭრათ და მოვთუშოთ ცხელ ტაფაზე.
შემდეგ, 1კგ საქონლის კისერი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ტაფაზე მოვბრაწოთ.
მობრაწული ხორცი გადავიტანოთ მოთუშულ ტაფაში და გავაგრძელოთ მოთუშვა.
დავამატოთ:
• 2 კბილი ნიორი
• მაცეტის გლასა
• პილპილის მიქსი
• მარილი
• სუმაქი
• ქინძი მშრალი
• დაფქვილი ქონდარი

შემდეგ, დავამატოთ 50მლ ღვინო და 150მლ წყალი და დავტოვოთ მოსათუშად.

როცა ხორცი დარბილდება, ხოლო სითხე - ამოშრება, დავამატოთ 100 მლ წყალი, შემდეგ კოწახური, ქონდრის ფოთლები და ბოლოს - ბალი.

კერძი მზადაა სერვირებისთვის.

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან