ხორცი მექსიკურად | შეფი ლუკა ნაჭყებია

12/15/2021
Taste Corporation-ის მიერ

🌮მექსიკური კერძების მეორე ნაწილი უკვე შეგიძლიათ გაიმეოროთ ჩვენთან ერთად.
🌵 გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და გაააქტიურეთ ზარის ღილაკი

#მექსიკური #ხორცი #ქათამი

გამოგვყევი:
instagram:   / ​​  
facebook:   / chef.cave​​  
tiktok: https://www.tiktok.com/ChefCave
___________________________________________

ბლენდერში ჩავყაროთ ერთი კონა ქინძი, 7 კბილი ნიორი, 3 ცალი წითელი წიწაკა, 2 ცალი მწვანე წიწაკა, გამომშრალი ცხარე წიწაკა 3 ცალი, 6 ღერო მწვანე ხახვი, ფორთოხლის წვენი ნახევარი ლიტრი, ნახევარი წითელი ხახვი, 2 ჩაის კოვზი პაპრიკა, ნახევარი ფორთოხლის ცედრა და დავაბლენდეროთ გაერთგვაროვნებამდე.
შემდეგ დავუმატოთ 4 სუფრის კოვზი მარილი და გავაგრძელოთ გაერთგვაროვნება.
ამასობაში ჯამში გადავიტანოთ ღორის ბეჭი, დავსეროთ და გაერთგვაროვნებული მასა დავასხათ ზემოდან და შევინახოთ მაცივარში მინიმუმ 6 საათით.
პარალელურად დავიწყოთ ქათმის ფილეს დამუშავება. გავჭრათ სიგრძეზე და გადავიტანოთ ჯამში. დავასხათ 4 სუფრის კოვზი ჰალაპენიოს წვენი, 3 სუფრის კოვზი ცხარე ჩილის სოუსი, ცოტაოდენი ორეგანო, ერთი ლაიმის ცედრა, ცოტაოდენი მარილი.
გემრიელად მიირთვით !

ვიდეოები „Taste Corporation"-ისგან