MOE: კომპანია ჰაიდელბერგცემენტმა ბიომრავალფეროვნების შესახებ კონკურსი გამოაცხადა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე კომპანია „ჰაიდელბერგცემენტის\" მიერ გამოცხადებული კონკურსის ჟიურის წევრი გახდა.
\"ჰა­ი­დელ­ბერ­გ­ცე­მენ­ტი\", ქარ­თულ კა­რი­ე­რებ­ზე ფლო­რი­სა და ფა­უ­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნით, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურსს ატა­რებს. „Quarry Life Award '' კონკურსის გამოცხადების შესახებ გამართულ პრეზენტაციაზე გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ და კომპანია „ჰაიდელბერცემენტის\" გენერალურმა დირექტორმა მიხაელ ჰამპელმა საზოგადოებას პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
კონკურსი მიზნად ისახავს კარიერების ბიოლოგიური ღირებულების შესახებ ცოდნის გაღრმავებას და წვლილის შეტანას ბიომრავალფეროვნების განვითარებაში. სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტი ორ ეტა­პად გან­ხორციელ­დე­ბა. პირ­ველ ეტაპ­ზე, რო­მე­ლიც იდე­ის წარ­დ­გე­ნას გუ­ლის­ხ­მობს, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რად პრო­ექ­ტის­თ­ვის შექ­მ­ნილ ვებ­-გ­ვერ­დ­ზე www.quarrylifeaward.ge და­რე­გის­ტ­რირ­დე­ბი­ან. კონკურსში სტუდენტებს, მკვლევარებს, მეცნიერებს და ექსპერტებს საპროექტო წინადადებების წარდგენა მიმდინარე წლის 1 მარტამდე შეეძლებათ. საუკეთესო პროექტებს რამდენიმე კაციანი ჟიური გამოავლენს. მთავარი პრიზი საუკეთესო პროექტისთვის 30 000 ევროა.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან