მერაბ ქვარაია თვითმმართველობის კოდექსზე: უნდა შევეგუოთ იმას, რაც მოხდა

07/31/2017
Radio Atinati-ის მიერ

,,უნდა შევეგუოთ იმას, რაც მოხდა’’- ასე უპასუხა მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვილებებთან დაკავშირებულ კითხვას,რომელთა თანახმად შვიდ თვითმმართველ ქალაქს სტატუსი გაუუქმდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ არჩილ თოდუამ დეპუტატს ჰკითხა, თუ რას ფიქრობდა ის ხალხის უარყოფით განწყობაზე, რომელიც თვითთმმართველობის რეფორმას მოჰყვა.

ქვარაიამ მას უპასუხა, რომ საჭირო იყო მეტი ინფორმირებულობა. მისივე თქმით, შესაძლებელი იყო, რომ არჩევნებამდე არ გატარებულიყო აღნიშნული რეფორმა.

,, შევეგუოთ იმას, რაც მოხდა, დავსხდეთ, ვისაუბროთ, ვიმსჯელოთ და მეც მზად ვარ ვიმუშაო თქვენთან ერთად. დემოკრატიასთან რა შუაშია მმართველობითი რგოლის შეცვლა, თუ გამჭვირვალე იქნება თვითმმართველობის საქმიანობა’’- თქვა ქვარაიამ.

პარლამენტის წევრი მერაბ ქვარაია ზუგდიდის ტექნოპარკში საზოგადოებას მუშაობის ანგარიშს აცნობს და მათ კითხვებს პასუხობს. ის, ასევე, საკუთარი ბიუროს საქმიანობის სამომავლო გეგმებსა და მიმდინარე პროექტებზე საუბრობს.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან