„ამნესტი ინტერნეიშენალის“ განცხადება

23.11.2019 01:03

ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ „ამნესტი ინტერნეიშენალი“ განცხადებას ავრცელებს. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის, გადაადგილების სრული აკრძალვა ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს უხეშად არღვევს და ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. მოსახლეობას არ აქვს წვდომა განათლებაზე და ჯანდაცვაზე, რის გამოც ერთი შემთხვევა ტრაგიკულად დასრულდა, საუბარია, მარგო მარტიაშვილის გარდაცვალებაზე.  განცხადებაში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზეც ვკითხულობთ. მსგავსი დაკავებები თვითნებურია, არღვევს პირის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს. ამ გარემოებაში ორივემ, რუსეთმა და დე ფაქტო ხელმძღვანელობამ უნდა უზრუნველყონ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყონებლივ გათავისუფლდეს. მიყენებული მორალური ზარალისთვის კი კომპენსაცია დაენიშნოს. ვაჟა გაფრინდაშვილი ამ დრომდე უკანონო პატიმრობაში რჩება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება
02:17

ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ მოწოდება
00:49

„ამნესთი ინთერნეიშენალის“ მოწოდება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სააკაშვილის საქმე - საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნა
07:04

სააკაშვილის საქმე - საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია თბილისში - გამოხმაურება
01:11

აქცია თბილისში - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის
01:02

დაპირისპირება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

სოფო ვერძეული \"ამნესთი ინთერნეშენალის\" განცხადებაზე
06:24

სოფო ვერძეული "ამნესთი ინთერნეშენალის" განცხადებაზე

სოციალური სამართლიანობის ცენტრი

საპროტესტო გამოსვლები ირანში
01:00

საპროტესტო გამოსვლები ირანში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიში
03:41

„ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო