საპროტესტო გამოსვლები ირანში


ირანში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - დემონსტრაციები ქვეყნის დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში გაიმართა. საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ განცხადებით, პოლიცია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციულ ძალას იყენებს. ასევე, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია ქალთა უფლებების დამცველი ფაიზა რაფსანჯანი, რომელიც ირანის ექსპრეზიდენტის ქალიშვილია. გავრცელებული ინფორმაციით, პროტესტის გამო, ქვეყანაში შეზღუდულია ინტერნეტის მოხმარება.

ირანში საპროტესტო გამოსვლები მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ მიმდინარეობს. 22 წლის მაჰსა ამინი თეირანში 13 სექტემბერს მორალის პოლიციამ ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დააპატიმრა. დაკავებიდან რამდენიმე საათში, მის ოჯახს შეატყობინეს, რომ ამინი საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, სადაც სამ დღეში გარდაიცვალა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან