საპროტესტო გამოსვლები მინსკში
უკვე ერთი კვირაა, რაც ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. დემონსდრატნებს ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის თანამშრომელთა ნაწილიც შეუერთდა. დღეს მინსკში ანტისამთავრობო მანიფესტაციასთან ერთად, პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერი აქციაც არის დაგეგმილი. მომიტინგეები მასობრივი დაკავებებისა და საპროტესტო აქციის დაშლისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის გამოყენებისა და მიღებული დაზიანებების შესახებ საუბრობენ. ამასთან, გავრცელდა ვიდეოჩანაწერები, სადაც სავარაუდოდ, 10 აგვისტოს მინსკში მომიტინგის გარდაცვალების მომენტი ჩანს. კერძოდ, ორ ჩანაწერში ჩანს, რომ მამაკაცი სპეცრაზმის კორდონთან ხელებაწეული მიდის, ასევე დაფიქსირებულია სპეცრაზმელების მხრიდან გასროლისა და დემონსტრანტის დაცემის მომენტი. საპროტესტო გამოსვლები ბელარუსის ქალაქებში მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში, გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა. ლუკაშენკოს მეტოქემ, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყანა დატოვა და ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქციები და შეტაკებები ბელარუსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ბელარუსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო გამოსვლები საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო გამოსვლები ირანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო გამოსვლები თბილისში
Studio Re - სტუდია რე
საპროტესტო გამოსვლები თბილისში - თრეილერი
Studio Re - სტუდია რე
საპროტესტო გამოსვლები ვაშინგტონში
ამერიკის ხმა
აქციები და დაკავება ბელარუსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster