აქციები და შეტაკებები ბელარუსში
სამი ღამეა, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები და მასობრივი დაკავებები არ წყდება. ღამით დემონსტრანტთა ჯგუფები მინსკის გარეუბნებში იმყოფებოდნენ. ქალაქის ცენტრი ძალოვან უწყებებს ჰქონდათ ბლოკირებული, მინსკში სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა. როგორც თვითმხილველები წერენ, სპეცრაზმელები მომიტინგეებს საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და სადარბაზოებში აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის შეტაკებები მოხდა ქალაქ ბრესტში. სამდღიანი საპროტესტო გამოსვლების დროს, ბელარუსში ათასობით ადამიანი დააკავეს, მათ შორის ათობით ჟურნალისტი. პარალელურად, ბელარუსის სახელმწიფო მედიამ მასობრივი არეულობების ორგანიზატორების დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ბელარუსის შსს ცნობით, ასევე დააკავეს პირი, რომელიც უწყების მტკიცებით, არეულობის მონაწილეებს ფულს ურიგებდა. შეგახსენებთ, რომ დემონსტრანტები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 80 პროცენტზე მეტმა მისცა ხმა. ლუკაშენკოს მთავარმა მეტოქემ, სვეტლანა ციხანოვსკაიამ ბელარუსი დატოვა და ლიეტუვაში იმყოფება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აქციები და დაკავება ბელარუსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოკლული ახალგაზრდა აფროამერიკელი - აქციები და შეტაკებები აშშ...
TV IMEDI
საპროტესტო აქციები ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირანში დაპირისპირება გრძელდება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არეულობა და ფრანგული საპოლიციო ძალები ახალ კალედონიაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროტესტი, ძალადობა, მაროდიორობა აშშ-ში და კომენდანტის საათი...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქციები ირანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster