ირანში დაპირისპირება გრძელდება
ირანში დაპირისპირება გრძელდება. თეირანში მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მიმდინარეობს. აქციები 80-მდე ქალაქში იმართება. უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირებას, სულ მცირე 31 ადამიანი ემსხვერპლა. მომიტინგეებმა ნაგვის დიდი კონტეინერები დაწვეს და რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტეს. გავრცელებული ინფორმაციით, დააკავეს ათობით მომიტინგე. უსაფრთხოების ძალები კარდაკარ დადიან იმ სახლებსა და მაღაზიებში, სადაც პროტესტის მონაწილეები თავს აფარებენ. აქციის მონაწილეები 22 წლის ეროვნებით ქურთი ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალებას აპროტესტებენ, რომელიც მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორი ტარებისთვის დააკავა. დაკავების ცენტრში გადაყვანის შემდეგ, ახალგაზრდა ქალს გული წაუვიდა. როგორც მედია წერს, მოგვიანებით გავრცელდა ცნობები, რომ პოლიციამ ირანელი ქალი ხელკეტებით სცემა. მოგვიანებით ის გარდაიცვალა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპროტესტო გამოსვლები ირანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაქოსა და თეირანის დაპირისპირება
ამერიკის ხმა
საპროტესტო აქცია ირანში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ირანის დაპირისპირება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გიორგი სააკაძე, შაჰ აბასი და ქართველები სეფიანთა ირანში. მწა...
მწარე პოდკასტი
ირანი - აშშ-ს დაპირისპირება, 9.01.2020
Giorgi Khatiashvili
ომის საკითხები - მორიგი დაპირისპირება ტრამპს და კონგრესს შორ...
ამერიკის ხმა
ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირების მიზეზები - ზურა ბატიაშვილი
Rondeli Foundation