საპროტესტო აქციები

05.11.2023 00:35

სტამბოლსა და ანკარაში პალესტინელების მხარდამჭერი ასობით დემონსტრანტი შეიკრიბა, ისინი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას ითხოვენ. მედიის ცნობით, სტამბოლში, სარაჩანის პარკში მომიტინგეებს აქვთ ბანერები წარწერით: „ბლინკენ, ხოცვა-ჟლეტის თანამონაწილევ, წადი თურქეთიდან“. ამასთან, პალესტინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა ვაშინგტონში, ნიუ იორკში, ლონდონში, ბერლინსა და პარიზში. ბერლინში დემონსტრაციაზე დაახლოებით 1 000 პოლიციელი მორიგეობს, რათა თავიდან აიცილონ შესაძლო შეტაკებები. პოლიციამ აკრძალა ნებისმიერი სახის საჯარო ან წერილობითი განცხადება, რომელიც არის ანტისემიტური ან ძალადობის მხარდამჭერი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: