საპროტესტო აქციები ევროპაში
ევროპის რამდენიმე დედაქალაქში კოვიდშეზღუდვების გამკაცრების წინააღმდეგ ათიათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. მეორე დღეა გამოსვლები არ ცხრება ნიდერლანდებში, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. ბოლო ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი. პოლიციამ 50-ზე მეტი პირი დააკავა, რომელთა უმეტესობა არასრულწლოვანია. კორონავირუსით ინფიცირების ზრდის გამო, ნიდერლანდების მთავრობამ სამი კვირის განმავლობაში ბარების, რესტორნების და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების მუშაობის საათები შეზღუდა. ასევე, სახლებში ოთხზე მეტი ადამიანის შეკრება აიკრძალა, ხოლო სამსახურები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. გამოსვლები გაიმართა ავსტრიაშიც, სადაც მოქალაქეებმა მთავრობის მიერ გამოცხადებული ლოკდაუნი და ახალი გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის პირველი თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. ახალი კოვიდრეგულაციები გააპროტესტეს ჩეხეთში, შვეიცარიაში და ხორვატიაშიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გაფიცვები და საპროტესტო აქციები ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქციები ამერიკასა და ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქციები და დაპირისპირება საფრანგეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნების შედეგები და აქციები ბელარუსში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 31 იანვარი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დასავლეთის არაობიექტური პოლიტიკა საქართველოს რუსეთისკენ უბიძ...
Leguna Kheveli
ანტირასისტული აქციების ახალი ტალღა აშშ-სა და ევროპაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპროტესტო აქციები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster