პროტესტი, ძალადობა, მაროდიორობა აშშ-ში და კომენდანტის საათი 40-ზე მეტ ქალაქში
ვითარება სულ უფრო უკონტროლო ხდება აშშ-ში. ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გახმაურებულ საქმეზე აგორებულმა საპროტესტო ტალღამ მთელი ქვეყანა მოიცვა. მოქალაქეებისთვის პოლიციელ დერეკ შოვინის დაკავება და სამი სამართალდამცავის სახლში გაშვება საკმარისი არ არის. დემონსტრანტები პოლიციის მხრიდან რასისტულ ნიადაგზე ძალადობას გმობენ და სისტემურ ცვლილებებს მოითხოვენ. შეტაკებებში გადაზრდილ აქციებზე სიტუაცია იმდენად მწვავდება, რომ რამდენიმე საათით დონალდ ტრამპი ბუნკერში ჩაიყვანეს. 40-ზე მეტ ქალაქში გამოცხადებულია კომენდანტის საათი. თუმცა დემონსტრანტები მკაცრ შეზღუდვებს არ ემორჩილებიან. „სი ენ ენის“ ინფორმაციით, აქციების დროს ამერიკელმა სამართალდამცველებმა 4000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ცოტახნის წინ დონალდ ტრამპმა შტატების გუბერნატორებთან ვიდეოკონფერენციაც გამართა და მათ შექმნილ ვითარებაში მეტი სიმკაცრისკენ მოუწოდა. მასობრივი არეულობის ფონზე, ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ შტატებში აქციები ანარქისტებისა და ულტრამემარცხენე ჯგუფების მხრიდან იმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
აშშ არეულობამ მოიცვა / საქართველოში ინფიცირება იმატებს #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნათია ჭკუასელი (კობერიძე) - #5ივლისი და პროტესტი რადიკალური...
Natia Koberidze
“ქალზე ძალადობა დანაშაულია – შეაჩერე” – პროტესტი ქალთა ძალად...
რეგიონები და ევროკავშირი
ძალადობა და პროტესტი - რა აქცევს გარემოს მოძალადედ და როგორ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროტესტი „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სანაია - 1 ივლისი, II ნაწილი
ძალადობრივი პროტესტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
TV IMEDI