ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება
უკანონო პატიმრობის მე-15 დღე - ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. წითელი ჯვრის წარმომადგენლები ექიმთან არც დღეს შეუშვეს. ორგანიზაცია მომავალ კვირაში კიდევ ერთხელ შეეცდება, პირადად ნახოს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი ვაჟა გაფრინდაშვილი. ექიმის დაკავებისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის შესახებ „ამნესტი ინტერნეიშენალი“ განცხადებას ავრცელებს. მსგავსი ქმედებები თვითნებურია და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს. ამ გარემოებაში ორივემ - რუსეთმა და დე ფაქტო ხელმძღვანელობამ, უნდა უზრუნველყონ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი დაუყონებლივ გათავისუფლდეს. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია წერს, რომ ცხინვალის რეგიონის სეპარატისტულ ტერიტორიასა და დანარჩენ საქართველოს შორის გადაადგილების სრული აკრძალვა, ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს უხეშად არღვევს და ჰუმანიტარულ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს. ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საყოველთაო ძალისხმევა ღირსეული ექიმის, გათავისუფლებისკენ უნდა იყოს მიმართული. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 23 ნოემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
საქართველოს მოქალაქე, ყოფილი სამხედრო მამუკა ჩხიკვაძე კვლავ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 10 საათზე, 24 დეკემბერი, 2019 #LIVE
პირველი არხი - LIVE
ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია - ქეთევან ციხელაშვილის განცხა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვაჟა გაფრინდაშვილი სოფელ აძვში ჩავიდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster