აქცია თბილისში - გამოხმაურება

06.07.2021 01:11

საქართველოში 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ძალადობრივ თავდასხმებს გმობს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი, ნედ პრაისე: „მთავრობა და სამართალდამცავი ორგანოები ვალდებულები არიან დაიცვან გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების კონსტიტუციური უფლებები და ძალადობაში მონაწილე პირები პასუხისგებაში მისცენ“, - წერია განცხადებაში. „აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მათი საკუთრების წინააღმდეგ თითოეულ მიზანმიმართულ თავდასხმას სწრაფი და საფუძვლიანი გამოძიება სჭირდება“, - ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ძალადობისა და დაგეგმილი მშვიდობიანი შეკრების გაუქმების გამო შეშფოთებას გამოთქვამს, - ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. თბილისში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა ადამიანის უფლებათა დამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ გენერალური მდივანი. ის ხელისუფლებას მოუწოდებს ძალადობის უკან მდგომი პირები დააკავოს. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი კი „ტვიტერის“ გვერდზე წერს: „ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები, უზრუნველყოს დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოება, დასაჯოს თავდამსხმელები“. თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, არასამთავრობო ორგანიზაცია გმობს მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აქცია და კონტრაქცია თბილისში
06:21

აქცია და კონტრაქცია თბილისში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პოზნერი თბილისში - ხმაურიანი საპროტესტო აქცია და გამოხმაურება
03:42

პოზნერი თბილისში - ხმაურიანი საპროტესტო აქცია და გამოხმაურებ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია თბილისში - გამოხმაურებები
03:41

აქცია თბილისში - გამოხმაურებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საერთაშორისო გამოხმაურებები თბილისში მიმდინარე მოვლენებზე
02:53

საერთაშორისო გამოხმაურებები თბილისში მიმდინარე მოვლენებზე

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება - გამოხმაურება თბილისში
02:33

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება - გამოხმაურება თბ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია ქუთაისში - გამოხმაურება
01:28

აქცია ქუთაისში - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია ბათუმში - გამოხმაურება
03:42

აქცია ბათუმში - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია პარლამენტთან - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში
02:36

აქცია პარლამენტთან - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო