სააკაშვილის საქმე - საერთაშორისო ორგანიზაციების მოთხოვნა


სამკურნალოდ უცხოეთში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ამჯერად „ამნესტი ინთერნეიშენალი“ და „ჰიუმან რაითს ვოთჩი“ ითხოვენ.

ორი საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივი განცხადება ხელისუფლების მისამართით საკმაოდ კრიტიკულ გზავნილებს მოიცავს. ავტორები ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე მიუთითებენ და პოზიციას „ემპათიის“ და სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნებით ამყარებენ. საერთაშორისო რეზონანსის ზრდის პარალელურად, სასამართლოს მეორე ინსტანციამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რაც ნიშნავს, რომ ყოფილ პრეზიდენტს სასჯელის გადავადებაზე და სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანაზე უარი ეთქვა. დაცვის მხარე გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას არ აპირებს. გაურკვეველია ისიც, გაგზავნის თუ არა ოჯახი საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, რისგანაც ცოტა ხნის წინ თავი შეიკავა. თუ ხელისუფლება სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დასაცავად ყველა ზომას მიმართავს, მაშინ რატომ ვერ არწმუნებს საერთაშორისო პარტნიორებს - გახშირებული მწვავე საერთაშორისო გზავნილების ფონზე გაჩენილ ამ კითხვაზე პასუხად მმართველი გუნდი ლობისტურ კამპანიაზე მიუთითებს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან