სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - გამოხმაურება თბილისში


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსაც ეხება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2023 წლის განმავლობაში ქართველები გამოდიოდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდასაჭერად. ხაზგასმულია ის საპროტესტო აქციები, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ არის მიმართული. დოკუმენტში მიმოხილულია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა მიმართულებით - ყურადღება გამახვილებულია გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების შეზღუდვებზე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთავრობამ გადადგა ნაბიჯები ზოგიერთი ოფიციალური პირების წინააღმდეგ ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე გამოძიების ჩასატარებლად, თუმცა, დაუსჯელობა კვლავ პრობლემად რჩებოდა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებს შორის ანგარიშში მოხვდა თამაზ გინტურის მკვლელობისა და თემურ კარბაიას სასტიკად ცემის ფაქტები. ანგარიშში მოხვდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქმეც, ძირითადად სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ცნობებზე დაყრდნობით. საკმაოდ კრიტიკულია ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც სასამართლოებს ეხება. საუბარია პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალებაზეც და ნათქვამია, რომ მისი დაპატიმრება პოლიტიკურად მოტივირებულად იყო შეფასებული სახალხო დამცველის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია გამოხატვის თავისუფლებაზე, ნახსენებია ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი. ანგარიშშის მიხედვით, მედიის უფლებადამცველები გამოთქვამდნენ შეშფოთებას, რომ თავდაცვის სამინისტროს დავა დავით კეზერაშვილთან კრიტიკული ტელევიზიის ლიკვიდაციისკენ იყო მიმართული.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან