„ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიება

06/09/2017
Giorgi Kvirikashvili-ის მიერ

საქართველოსა და ჩინეთს, ტრადიციულად, ერთმანეთთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ, რომელიც თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნება; დღეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობა უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე.

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია. ცოტა ხნის წინ, პეკინში, ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც ჩვენს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს.

აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რათა მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში და ქართველებმაც აქტიურად მოინახულონ ეს უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით გამორჩეული ქვეყანა.

„ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/af95a

ვიდეოები „Giorgi Kvirikashvili"-ისგან