ირაკლი ღარიბაშვილი სი ძინპინს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. შეხვედრა სიჩუანის პროვინციის ქალაქ ჩენგტუში გაიმართა, სადაც მთავრობის მეთაური ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების გადაწყვეტილება მიიღეს. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მრავალწლიან მეგობრობას და თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინს „სარტყელის და გზის გლობალური ინიციატივისთვის” მადლობა გადაუხადა. როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა აღნიშნა, საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, რითაც ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს. შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის სი ძინპინის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო. მიღება მსოფლიო საუნივერსიტეტო ზაფხულის თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდი გადაცემა / / 29.09.2023 /
Temur Charelashvili
PKTV. მე-2 ნაწ: კაშხლები - ვის და რაში აძლევს ხელს გიგანტური...
PK TV2
PKTV. 1-ლი ნაწ: კაშხლები - ვის და რაში აძლევს ხელს გიგანტური...
PK TV2
1-ლი ნაწ:კანონიერი ხელისუფლება 90-იანებიდან დღემდე.რას გულის...
PK TV2
მე-2 ნაწ: რატომ იყო ზ. გამსახურდია მიწის პრივატიზაციის წინაა...
PK TV2
მე-2 ნაწ:(შესწ.)რატომ იყო ზ. გამსახურდია მიწის პრივატიზაციის...
PK TV2
1-ლი ნაწ:(შესწ)კანონიერი ხელისუფლება 90-იანებიდან დღემდე.რა...
PK TV2