გიორგი კვირიკაშვილისა და ჯონ კერის ერთობლივი პრესკონფერენცია

06.07.2016 23:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრი: მოგესალმებით, მოხარული ვართ, ვუმასპინძლოთ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს საქართველოში. ჩვენთვის უდიდესი პატივია მისი სტუმრობა და ძალიან ვაფასებთ პირადად მისი, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობისა და ამერიკის ხალხის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან. ასევე, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ამერიკის დამოუკიდებლობის დღე, რომელიც ორი დღის წინ გახლდათ და ჩვენ ერთად ვიზეიმეთ აქ, თბილისში. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში ორი ქვეყნის მაღალი დონის აქტიური სტრატეგიული თანამშრომლობისა და პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ამასთან, ბატონი კერის ვიზიტი, ნატო-ს ვარშავის სამიტის წინ, წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. სხდომაზე განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები. შევაჯამეთ ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ასევე, დემოკრატიისა და მმართველობის მიმართულებით. დავსახეთ წლის ბოლომდე დაგეგმილი თავდაცვისა და უსაფრთხოების, ასევე, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პრიორიტეტები. დღევანდელმა ვიზიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. კერძოდ, ხელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს - საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმს. მემორანდუმი ქმნის გაღრმავებული პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მოიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის ხელმოწერა, რომელიც გააღრმავებს საქართველოსა და აშშ-ს შორის საგანმანათლებლო თანამშრომლობას ფულბრაიტის აკადემიური გაცვლითი პროგრამის გაფართოების მიმართულებით. აღნიშნულის შედეგად, უფრო მეტ ქართველ სტუდენტსა და მკვლევარს შეეძლება, გახდეს პროგრამის სტიპენდიანტი. განვიხილეთ USAID-ის ახალი პროექტი „ზრდა“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი ოკუპაციის ხაზთან სიახლოვეში, მიმდებარე რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას. წინასწარი გათვლებით, პროექტის განხორციელების შედეგად ქვეყნის 5 რეგიონში შეიქმნება 2 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. ვრცლად მიმოვიხილეთ საქართველოში დემოკრატიული კონსოლიდაციისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით მიღწეული პროგრესი. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით აშშ-ს ჩართულობისა და მხარდაჭერის მნიშვნელობას. ვისაუბრეთ ასევე საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად, გამჭვირვალედ და მშვიდ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე და მასში ამერიკული ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების ჩართულობაზე. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე. ჩვენ მზად ვართ, მომავალში, კიდევ უფრო გავაღრმავოთ ჩვენი პარტნიორობა აღნიშნული მიმართულებით. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ვიზიტის უაღრესად დიდ მნიშვნელობას და მიღწეულ შედეგებს. ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო სახელმწიფო მდივანს და ჩვენს ამერიკელ კოლეგებს, საქართველოში სტუმრობისა და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაში მათ მიერ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო განვამტკიცებთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორობას. დიდი მადლობა! ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/c7fbd

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პრემიერ-მინისტრმა გორში რეაბილიტირებული სკოლა გახსნა
05:00

პრემიერ-მინისტრმა გორში რეაბილიტირებული სკოლა გახსნა

Giorgi Kvirikashvili

ქართული დელეგაცია დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე
03:04

ქართული დელეგაცია დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გიორგი კვირიკაშვილისა და კახა კალაძის შეხვედრები კიევში
02:52

გიორგი კვირიკაშვილისა და კახა კალაძის შეხვედრები კიევში

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკა მელიას დაპირისპირება
02:21

გიორგი კვირიკაშვილისა და ნიკა მელიას დაპირისპირება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„ჩაკრულო“ გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის ოფიციალურ ვახშამზე

„ჩაკრულო“ გიორგი კვირიკაშვილისა და მაიკ პენსის ოფიციალურ ვახ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ბერლინში გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა მიმდინარეობს
00:18

ბერლინში გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრა მ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვიდეოკადრები გიორგი კვირიკაშვილისა და ტერეზა მეის შეხვედრიდან
00:11

ვიდეოკადრები გიორგი კვირიკაშვილისა და ტერეზა მეის შეხვედრიდა...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ერთობლივი განცხადებები
13:56

ერთობლივი განცხადებები

Giorgi Kvirikashvili

ყველა ვიდეო