ზუგდიდში სკოლის მიკროავტობუსის მძღოლებმა აქცია გამართეს

02/24/2017
Radio Atinati-ის მიერ

მიკროავტობუსების მძღოლებმა,რომლებიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების საჯარო სკოლებს ემსახურებიან, საპროტესტო აქცია გამართესისინი სამი თვის კუთვნილ ხელფასს ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ორშაბათს დავალიანებას არ აუნაზღაურებენ, ისინი გაიფიცებიან.

„კომპანია, რომელიც ხელფასს გვიხდიდა, შიეცვალა. ახლა ტენდერი შპს „დაკა ჯორჯიამ“ მოიგო“,- აღნიშნა ალეკო მინჯორაიამ.

აქციის მონაწილეების განმარტებით, ისინი ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრს რამდენჯერმე დაუკავშირდენენ, მაგრამ პასუხი ვერ მიიღეს.

რადიო „ათინათმა“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ კახა ფარცვანისთან დაკავშირება სცადა, თუმცა მას ამ დროისთვის ტელეფონი გამორთული აქვს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან