ზუგდიდში ქართულ-ფრანგული სკოლის 15 წლის იუბილე აღნიშნეს

19.04.2018 04:40

ზუგდიდში პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა 15 წლის გახდა. სკოლის ადმინისტრაციამ და მოსწავლეებმა იუბილე ღონისძიებით, კულტურის სახლ „ოდიშში“ აღნიშნეს. აღსაზრდელებმა ვიქტორ ჰიუგოს რომანის „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი“ დადგეს. გარდა ამისა მათ ფრანგულ ენაზე სხვადასხვა ნომრები შეასრულეს. ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი ჟან-ივ ლავუარი ესწრებოდა. ლაუარის თმით, ის ოთხი წელია საქართველოში იმყოფება და ვერ წარმოდგენას დასწრებია, თუმცა აღნიშნა, რომ ასეთი მაღალი დონის ღონისძიება არცერთი არ ყოფილა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება: