ოჯახში ძალადობის თემაზე ზუგდიდში კონკურსი გაიმართა

23.02.2017 01:51

ზუგდიდში საზოგადოებრივი პროკურატურის პროექტის ფარგლებში საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის ოჯახში ძალადობის თემაზე კონკურსი გაიმართა. ის ზუგდიდის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით მოეწყო და მასში ქალაქის #2 და #5 საჯარო სკოლების და ალექსანდრე ღურწკაის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებმა მათ მიერ გადაღებული ვიდეო რგოლები წარადგინეს, რომლებიც ოჯახში ძალადობის ნეგატიურ შედეგებს ასახავენ. ზუგდიდის რაიონული პროკურორის ლევან სალიას თქმით, აღნიშნული ღონისძიების მიზანია დანაშაულის პრევენცია და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. „მსგავს ღონისძიებებში მნიშვნელოვანია არასრულწლოვანების ჩართვა. მონაწილეებმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს“-, განაცხადა ლევან სალიამ. შეხვედრის ბოლოს გამოვლენილ კონკურსის გამარჯვებულ და ასევე თითოეულ მონაწილეს ფასიანი საჩუქრები და სიგელები გადაეცათ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პროკურატურის წარმომადგენლები ძალადობის თემაზე მოსწავლეებს შეხვდნენ
01:31

პროკურატურის წარმომადგენლები ძალადობის თემაზე მოსწავლეებს შე...

Radio Atinati

დაზარალებულის უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეული სამეგრელოში
01:05

დაზარალებულის უფლებებისადმი მიძღვნილი კვირეული სამეგრელოში

Radio Atinati

ოჯახში ძალადობის თემაზე ფონდმა „ნეფამ“ დასკვნითი ღონისძიება გამართა.
02:03

ოჯახში ძალადობის თემაზე ფონდმა „ნეფამ“ დასკვნითი ღონისძიება...

odishitv

ოჯახში ძალადობის თემაზე სხვადასხვა სახის შეხვედრა გაიმართა.
01:55

ოჯახში ძალადობის თემაზე სხვადასხვა სახის შეხვედრა გაიმართა.

odishitv

ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი სპექტაკლი \"სიზმარი\" მარჯანიშვილის თეატრში
07:35

ოჯახში ძალადობის თემაზე შექმნილი სპექტაკლი "სიზმარი" მარჯანი...

nino natroshvili

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ოჯახში ძალადობის თემაზე კონფერენცია გაიმართა
02:15

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით ოჯახში ძალადობის თემ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე HELP-ის  დისტანციური კურსის დასკვნითი ღონისძიება
01:59

ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე HELP-ის...

საქართველოს პროკურატურა

Print კონკურსი ოჯახში ძალადობის თემაზე - იუსტიციის მინისტრის შეფასება და შედეგები
03:02

Print კონკურსი ოჯახში ძალადობის თემაზე - იუსტიციის მინისტრის...

AC AG

ყველა ვიდეო