იენს სტოლტენბერგის ინტერვიუ

10.04.2022 00:54

„რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ჩვენ ვთხოვეთ ჩვენს სამხედრო მეთაურებს შემოგთავაზონ ვარიანტები, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გადატვირთვას, ნატო-ს გრძელვადიან ადაპტაციას“ - ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, რუსეთის აგრესიის შესაკავებლად, ნატო-ს აღმოსავლეთ საზღვრებზე სამხედრო ძალების მუდმივი განთავსება იგეგმება. ნატო არის ყველაზე წარმატებული ალიანსი ისტორიაში ორი მიზეზის გამო: პირველ რიგში, ჩვენ შევძელით ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის გაერთიანება. მეორეც, ჩვენ შევძელით შეცვლა, როდესაც სამყარო შეიცვალა“ - თქვა სტოლტენბერგმა. ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელი შეშფოთებას გამოთქვამს, რომ რუსეთი და ჩინეთი სულ უფრო ხშირად მუშაობენ ერთად. მისივე განაცხადებით, ნატო-ს 2010 წლის სტრატეგიაში ჩინეთი ნახსენები საერთოდ არ არის, რაც ასევე შეიცვლება, რადგან ჩინეთის მზარდ საფრთხეს ყურადღება უნდა მიექცეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: