იენს სტოლტენბერგის განცხადება

07.05.2022 00:51

ნატო უახლოეს კვირებში უკრაინაში ომის კიდევ უფრო გამწვავებას ელის. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა, გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მედია წერს, სტოლტენბერგმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. „გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინა ვერ დაიცავს თავს მხოლოდ საბჭოთა პერიოდის იარაღით, არამედ უნდა გადავიდეს თანამედროვე დასავლურ იარაღზე“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. მან გააფრთხილა რუსეთის ფედერაცია უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „ატომური ომის მოგება შეუძლებელია და ის არ უნდა იყოს წარმოებული, მათ შორის რუსეთის მიერ“. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ ორგანიზაცია არ ფლობს რაიმე მონაცემებს, რომელიც მიუთითებს, რომ პუტინის მუქარის მიუხედავად, რუსეთის ატომური არსენალი მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა აყვანილი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: