იენს სტოლტენბერგის განცხადება

19.01.2021 01:19

საქართველო ნატო-ს გენერალური მდივნისგან მხარდამჭერ გზავნილს იღებს. საქართველოს სურს, ნატო-ს წევრი გახდეს და ამას რუსეთი ვერ შეაჩერებს. სუვერენულ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ, თუ რა გზით სურთ სვლა. გამოსვლაში სტოლტენბერგი საქართველოსთან ერთად, უკრაინის საკითხსაც შეეხო. მისი თქმით, ნატო-ს როლია, მხარი დაუჭიროს ამ ქვეყნებს. სტოლტენბერგის განცხადებით, საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი ქვეყანა, ეს საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გადასაწყვეტია, რადგან ყველაფერი სხვა სუვერენული სახელმწიფოს სუვერენული უფლებების დარღვევა იქნება. მისივე განცხადებით, სახელმწიფოები, რომლებიც ნატო-ს სტანდარტს დააკმაყოფილებენ, შეუერთდებიან ალიანსს. რუსეთს არ აქვს უფლება, ჩაერიოს, დაბლოკოს ან შეაჩეროს სუვერენული სახელმწიფოების ნატო-ში გაწევრიანების პროცესი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: